journey

დაინტერესებული მხარეების კომიტეტის პირველი შეხვედრა ქუთაისში, საქართველო

მ/წლის 12 ივნისს გაიმართა შეხვედრა ევროკომისიის ერასმუს + ახალ საგრანტო პროექტ - ‘Joint Organization to Unite Rural Networks of Entepreneurial Youth – JOURNEY’ (,,ერთობლივი ორგანიზაცია სამეწარმეო ახალგაზრდების სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის’’) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საგარეო ურთიერთობებისა დს საერთაშორისო პროექტების განყოფილება თავის პარტნიორებთან ერთად. შეხვედრის დროს საგარეო განყოფილებისა და საერთაშორისო პროექების ხელმძღვანელმა შორენა ხუხუამ მონაწილე მენტორებთან ერთად წარადგინეს პრეზენტაცია პროექტის შესახებ. მენტორებმა კი კონკრეტულად ისაუბრეს პერუჯაში, იტალიაში გავლილ ტრეინინგებთან დაკავშირებით და შემდეგ გაიმართა დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფის შეხვედრა.
დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფში შედიან: თამთა ფოფხაძე - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე (სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაცია), ხათუნა ხმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაცია), ოთარ ლორთქიფანიძე- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; კულტურის, განათლების ახალგაზრდული საქმის და სპორტის კომისიის თავმჯდომარე; ლევან კინწურაშვილი- ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი; ლანა სვანიძე - ააიპ კულტურულ გაერთიანებათა დაწესებულების წამყვანი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა კუთხით; ნინო ხუხუა - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ასოც. პროფ. მედეა ლომინაშვილი - აწსუ, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 
დაინტერესებულმა მხარეებმა ისაუბრეს ახალგაზრდების საჭიროებებზე იმერეთის რეგიონში, მათი შესაძლებლობების განვითარებაზე ამ პროექტის მეშვეობით და სხვა თემებზე, რა რეკომენდაციებიც გამოადგებათ მენტორებს ლოძში, პოლონეთში ვიზიტის დროს, რომელიც დაგეგმილია მომდევნო კვირაში (22-29 ივნისი).

123456